ვატო შაქარიშვილი - ევროპარლამენტიდან ელვა-დეპეშა მიიღო აგენტურამ, აბა, ჰერი, ჰერი არჩევნებისკენო


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტში ყველაფერი იყიდება და ხაზარაძემაც იყიდა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება, პასუხი რომ მოსთხოვოს კოლექტიური ნაცმოძის სხვა წევრებს - აბა ახლა მითხარით ვინაა ბოზი, ვერ ხედავთ, ევროპარლამენტი მოგვიწოდებს არჩევნებში შესვლისკენო..., - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე!
"ევროპარლამენტიდან ელვა-დეპეშა მიიღო აგენტურამ - აბა, ჰერი, ჰერი არჩევნებისკენო...
ახლა ნახეთ, როგორ ოსტატურად ამოატრიალებენ "პლასტინკას!"
ევროპარლამენტში ყველაფერი იყიდება და ხაზარაძემაც იყიდა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება, პასუხი რომ მოსთხოვოს კოლექტიური ნაცმოძის სხვა წევრებს - აბა ახლა მითხარით ვინაა ბოზი, ვერ ხედავთ, ევროპარლამენტი მოგვიწოდებს არჩევნებში შესვლისკენო...
მალე იმ "რეკომენდაციასაც" იყიდის, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი მამუკა ხაზარაძე იყოსო...
ევროპარლამენტს რა ენაღვლება, ხაზარაძე იხდის, თანაც მსუყედ. მაგრამ ფუჭია ეს განწირულის სულისკვეთება! ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.
თაგები:
ვატო შაქარიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა