
ავტორი
Front News საქართველო
ტელეკომპანია “პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისი თქმით, მას თავს დაესხნენ ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა და სხვა დეპუტატები.
ტელეკომპანიის დამფუძნებელი აშშ-ის ელჩის კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებას მოითხოვს.
“ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ეს ყველაფერი ალბათ, 15 წამში მოხდა, მე თვითონ შოკში ვარ. ვიდექი ჩემთვის, რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობდით, ამ დროს მომვარდნენ, იყო გარჩევა, ხელის დარტყმა და ფიზიკური ანგარიშსწორება. ოხანაშვილმა სახეში ხელი გამარტყა. მივმართავ აშშ-ის ელჩს, გაასაჯაროვონ კადრები”, – განაცხადა წერეთელმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს