
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამია უფრო თავისუფალია დღეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს დამონებული „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის დასჯის მცდელობა არ გამოუვა.
“ბიძინა ივანიშვილმა ვერ გადაიტანა ნახატები და გადაწყვიტა ქვეყანა „კუთხეში დააყენოს“. ეს არ გამოუვა, გამორიცხულია, მე ჩემს ქვეყანასთნ ერთად მინდა ვიზეიმო დემონზე გამარჯვება, როგროც დასავლეთი და უკრაინა იზეიმებს დემონზე გამარჯვებას.
ნიკა გვარამია ყველაზე კარგად არის ახლა, ის იქცევა თავისუფლების სიმბოლოდ. ის უფრო თავისუფალია დღეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს დამონებული „ქართული ოცნება“,- განაცხადა ვატო წერეთელმა.
პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები სასტუმრო „რედისონში“ არიან შეკრებილები, სადაც “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ შექმნილ ვითარებაში სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს