ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
“გვაქვს ეჭვი, რომ ვაზისუბანში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, აფეთქება მოხდა ერთ-ერთ ბინაში, სადაც ცხოვრობდა ხანდაზმული ქალბატონი, ქალბატონი არის კლინიკაში, უწევენ ყველა სახის დახმარებას. სულ სამი ადამიანია დაშავებული.
ჩემი ინფორმაციით, სრულად ინფორმირებულები იყვნენ, როდის მოხდებოდა გაზის გათიშვა-ჩართვა. 15:00 საათზე ჩაირთო გაზი გაფრთხილების შედეგად, მაგრამ კონკრეტულად ამ ბინაში რა მოხდა, ამის თქმა არ შემიძლია. ახლა მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღწერა. ჩვენ მზად ვართ, ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით, ვიდრე მათ სახლებში ცხოვრება იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის ოთხი ბინაა, შეიძლება, უფრო მეტია. სავარაუდო ზარალზეც ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძე.
თაგები:
აფეთქება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს