Logo

“ვემზადები ახალი საქმიანობისთვის, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე”

საზოგადოება
599
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ემზადება ახალი საქმიანობისთვის ახალ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე იმუშავებს.

როგორც გოგაშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა, ორგანიზაცია ჩაატარებს სტრატეგიულ კვლევებს და ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება აწუხებს.

მისივე თქმით, ორგანიზაცია პოზიტივზე იქნება ორიენტირებული.

"დღეს სოსო გოგაშვილი სახლშია, ემზადება ახალი საქმიანობისთვის, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე. დიდი ხანი გვქონდა მსჯელობა, რომ ასეთი ორგანიზაცია დაგვეფუძნებინა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი არის საჭიროება ზეპარტიული ორგანიზაციის, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კვლევებზე იმუშავებს ობიექტურად, გააშუქებს ყველა პრობლემატიკას, არ მინდა, რომ დაიკარგოს ის ცოდნა, გამოცდილება, ინფორმაციები, რომელიც დავაგროვე ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება კვლევები, ის ნაკლოვანებები, რაც მე დავინახე ჩემი სამსახურში ყოფნის დროს, ზოგადად ძალოვან უწყებებში და სხვადასხვა სტრუქტურებში, ზუსტად ამ ხარვეზებზე ჩავატარებთ კვლევებს. ეს არ არის ორგანიზაცია, რომელმაც ხმალი უნდა იქნიოს და თავები აწყვიტოს ჩინოვნიკებს. ეს ორგანიზაცია იქნება პოზიტივზე ორიენტირებული, რომელიც დადებს კვლევებს და ასევე, გეგმას, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ნაკლოვანებები.

თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენ რეკომენდაციებს, ეს ქვეყანას წაადგება, თუ არადა ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მოგვისმენს და განახორციელებს ამ რეფორმებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან გვექნება შეთავაზება ჩვენი გეგმების, სტრატეგიული კვლვების, თუ ისინი ამას არ გაითვალისწინებენ, მაშინ შევთავაზებთ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც კი გაემიჯნება ტერორისტული წარმომავლობის და მიდრეკილების ადამიანებს, ამის შემდეგ მათთან საუბარი შესაძლებელი გახდება.

ნიკა მელიას და ჩემ შორის არის რაღაც დამოკიდებულება, ეს არ არის მეგობრული, მანაც არჩია ის გზა, რომ დადგომოდა ტერორისტებს გვერდში, ამიტომ ისიც ჩემთვის მიუღებელია, თუ ის გაემიჯნება ტერორიზმს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, თუ ქვეყანა იქნება გადასარჩენი, ვითანამშრომლებთ. თუ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამას, ხედვებს, სტრატეგიულ კვლევებს, გეგმებს, რეფორმებს გაიზიარებენ და გამიჯნული იქნებიან ტერორისტებისგან, თუ რეალურად ქვეყნისთვის იღწვიან, ყველასთან საუბარი შესაძლებელია.

ვილაპარაკებთ ყველაფერზე, რისი აუცილებლობაც იქნება და სადაც იქნება პრობლემა", – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს საქმე, რომლითაც სოსო გოგაშვილს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

თაგები:

Advertisement