Logo

ვენსი - ტრამპი რუსების მიმართ წარმოუდგენლად მოუთმენელი ხდება

უკრაინა
297
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსების მიმართ წარმოუდგენლად მოუთმენელი ხდება. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

"ტრამპი ადგილზე არსებულ რეალობაზე რეაგირებს; ის რუსების მიმართ წარმოუდგენლად მოუთმენელი ხდება“, - აღნიშნა ვენსმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ხედავს ციფრებს“ და დარწმუნებულია, რომ ომი რუსეთს ზიანს აყენებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შესახებ თავისი პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ რუსებს ნათლად აუხსნა, რა მოხდებოდა, თუ ისინი მშვიდობიან მოგვარებაზე უარს იტყოდნენ.

"თუ რუსები უარს იტყვიან უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, ეს მათი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება“, - აღნიშნა ვენსმა.

Advertisement