Logo

“ვერ ვხედავ, რომ ჩემი უსაფრთხოება დაცულია, პირიქით, აქეზებენ ასეთ აგრესიულ გამოვლინებებს”

საზოგადოება
1264
Frontnews image description

ივერი მელაშვილი მის მიმართ სასულიერო პირებისა თუ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მელაშვილი აცხადებს, რომ ამ განცხადებების ფონზე მისი უსაფრთხოება დაცული არაა და მის მიმართ გამოვლენილი აგრესია, ხელისუფლების მიერაა წახალისებულია.

"ყველას უმორჩილესად ვთხოვ, მოკრძალებით, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, თითქოს განაჩენი გამოაქვთ უკვე, რაღაც მოღალატე და ა.შ. სანამ სასამართლო განაჩენი არ დადგება, წერტილი არ დაესმება, მანამდე თავი შეიკავონ ბრალდებისგან და ბრალეულად გამოცხადებისაგან. არ არის ეს ასე. ეს მხოლოდ სიძულვილს თესავს, ეს ვნებს ქვეყანას, საზოგადოებას ხლეჩს ორად. მარტო ჩემთან დაკავშირებით არაა ეს. ქვეყანას ვნებს, ქვეყნის ინტერესებს ვნებს. ამ განცხადებების ფონზე, ვერ ვხედავ, რომ ჩემი უსაფრთხოება დაცულია, პირიქით, აქეზებენ ასეთ აგრესიულ გამოვლინებებს, ეს ხელისუფლების მხრიდანაა ძირითადად. არ ვიცი ეს მარაზმი სადამდე უნდა გაგრძელდეს. კიდევ კარგი ერთადერთი საშუალება ის მაქვს, რომ მედიასთან გამოვდივარ და ვამბობ, არა ხალხო, ყველას გეუბნებით, მართალი ვარ" – აცხადებს მელაშვილი.

4 მაისს, ივერი მელაშვილსა და "მთავარის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

თაგები:

Advertisement