Logo

“ვერ ვხედავ, რომ დღეს შემოთავაზებული წინადადებები, ამ თვალსაზრისით კომპლექსურად გადაჭრის პრობლემას”

საზოგადოება
1408
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაზე მუშაობის დაიწყება კარგია, თუმცა ცვლილებები ფასადური იქნება.

"მე ვერ ვხედავ, რომ დღეს შემოთავაზებული წინადადებები, ამ თვალსაზრისით კომპლექსურად გადაჭრის პრობლემას და მეტიც, "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც 8 წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რომ კლანური მმართველობა გამყარებულიყო სასამართლო სისტემაში ვფიქრობ, რომ საზოგადოებისგან არანაირი ნდობით არ სარგებლობს იმისთვის, რომ რეალური სასამართლო რეფორმა განხორციელდეს"-განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობას იწყებს. ცვლილებები კანონმდებლობაში 4 მიმართულებით განხორციელდება. მიზანი სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესების გაუმჯობესებაა. უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და 29 მარტს ბიუროს სხდომაზე გავა.

თაგები:

Advertisement