Logo

“ვერანაირ პროგრესს ამ მოლაპარაკებებში ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე ვერ მივაღწევთ”

საზოგადოება
546
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება "ქართული ოცნებისთვის" დამაზიანებელი იქნება. 

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამის გარეშე, მოლაპარაკებებში პროგრესი ვერ მიიღწევა. 

"მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩავიდეს "ქართული ოცნების" სახელით სასაუბროდ, ამა თუ იმ დედაქალაქში, რეალობა ქვეყანაში არის ის, რაც არის და ამ რეალობას ვერ შეცვლის ვერც ერთი ვიზიტი. ფაქტია არის ერთი:  ჩვენ ვერანაირ პროგრესს ამ მოლაპარაკებებში ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე ვერ მივაღწევთ, ამიტომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პოზიციაა, რომ პოლიტპატიმრების თემის გარეშე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ სენატის მოსმენა, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ მიმდინარე მოლაპარაკებები არ აღმოჩნდა წარმატებული, იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის განახლებული პოლიტიკის შემუშავებაში", – განაცხადა სამადაშვილმა.

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს მოსმენა გაიმართება. დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში – ამ საკითხზე მოსმენა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართება.

ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინია. ქვეკომტეტის სხდომაზე მოუსმენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებს ჯორჯ კენტსა და კარა მაკდონალდს.

თაგები:

Advertisement