Logo

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

Frontnews image description

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა, 22 წლის მამაკაცს ანჯაფარიძისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაზე ჩასაფრებით ესროლეს, მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი. 

 

შსს-ს ცნობით, საქმეზე თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თაგები:

დაჭრა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები