Logo

ვერეშჩუკი – აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი

უკრაინა
810
Frontnews image description

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, დღეს მომხდარი აფეთქებები კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი.

 

“დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები.

 

დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი, ის უკრაინაა”, – წერს ვერეშჩუკი.

 

ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში, რუსეთის სამხედრო ავიაციის აეროდრომის ტერიტორიაზე 10-მდე აფეთქება მოხდა.

Advertisement