ვერტყვიჭალაში რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა


ავტორი
Front News საქართველო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ ვერტყვიჭალაში რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის ქვეშაც ადამიანები არიან მოყოლილი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი უხვი ნალექი გახდა.
ჩინური კომპანიის ობიექტზე, სადაც გზის სამუშაოებისთვის რკინის კონსტრუქციები მზადდება, შემთხვევის დროს სავარაუდოდ, ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
თვითმხილველები ცდილობენ, რკინის კონსტრუქციებში მოყოლილი ადამიანები საკუთარი ძალებით გამოიყვანონ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს