“ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას”


ავტორი
Front News საქართველო
ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ვენდი მორტონმა განაცხადა.
მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია.
„დღეს ვიმყოფები აქ, ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზზე, რომელიც 2008 წლიდან ყოფს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისგან, იმისთვის, რომ ჩემი თვალით მენახა ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს აქ აღმართული მავთულხლართები და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ამ 12-წლიან კონფლიქტს ძალიან დიდი ადამიანური საზღაური მოჰყვა. ამან გამოიწვია ოჯახების დაყოფა. ადამიანებს მოუწიათ რუსეთის თვითნებური მმართველობის ქვეშ გაღვიძება, თავის მიწებსა და სალოცავებთან წვდომის გარეშე.
გაერთიანებული სამეფო კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ის საფრთხედ აღიქვამს“,- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს