ვილნიუსი შესაძლოა, უკრაინაში იარაღის ექსპორტის ცენტრი გახდეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ გიტანას ნაუსედამ სამხედრო თანამშრომლობა, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა და თავდაცვის სფეროში ახალი ინიციატივები განიხილეს.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხედრო თანამშრომლობას და ერთობლივი თავდაცვის პროექტების განვითარებას.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლიეტუვამ ვილნიუსში იარაღის ექსპორტის პლატფორმის გახსნა შესთავაზა, რაც შესაძლოა, უკრაინისა და მისი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ინსტრუმენტად იქცეს.
ასევე განიხილეს PURL ინიციატივის მხარდაჭერა და თანამშრომლობა SAFE პროგრამის ფარგლებში.
ზელენსკიმ ნაუსედას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ყოველდღიური თავდასხმების და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველყოფისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელი საჭიროებების შესახებ აცნობა.
მან ლიეტუვას კონკრეტული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: ქვეყანამ უკვე გადაწყვიტა უკრაინის ქალაქებისა და თემებისთვის ასამდე გენერატორის გადაცემა.
"ჩვენი დიპლომატია ასევე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მე გავუზიარე მშვიდობისთვის დიპლომატიური მუშაობის უახლესი დეტალები - აბუ-დაბიში უკრაინის, ამერიკის და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრების შესახებ. უკრაინა, როგორც ყოველთვის, ყველაფერს აკეთებს ომის დასასრულებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.





