“ვიმედოვნებთ, პარტიები მოძებნიან პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი გამოსავალი შეესაბამება ყველაზე მეტად საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა, მაგრამ პროცესი უნდა ეფუძნებოდეს დიალოგს, ერთმანეთის პატივისცემას, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშის თანაცხოვრების პატივისცემას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური პარტიები მოძებნიან პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს. გადაწყვეტა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით.
საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი გამოსავალი შეესაბამება ყველაზე უკეთესად საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. შვეიცარია, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანა, დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტაზე“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


