“ვინღა უნდა ჩამოვიდეს, ბაზალეთის ტბიდან მზეჭაბუკი ხომ არ ამოვა, ან თეთრი ცხენით ვიღაც ხომ არ შემოვარდება”


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის თქმით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მართებს რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს პოლიტიკურ პროცესებს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, პროცესის სერიოზულობას ისიც ადასტურებს, რომ პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია ჩართული:
"ცოტა მეტი პასუხისმგებლობით ამ ქვეყანას თუ შევხედავთ… აი გუშინაც შანსი გაჩნდა, ვამბობდით რომ დაიხურა თითქმის კარი, დაიხურა ფანჯარა… გაიხსნა ეს ფანჯარა, ვიღა უნდა ჩამოვიდეს, ფარავნის ტბიდან მზეჭაბუკი ხომ არ ამოვა ან ბაზალეთის ტბიდან, ან თეთრი ცხენით ვიღაც ხომ არ შემოვარდება? ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ჩამოვიდა ამ ერთი ციდა საქართველოში და გვითხრა, დასხედით თქვე დალოცვილებო რას გაჯიქებულხართ, დაილაპარაკეთ, შედით პარლამენტში და მიხედეთ ქვეყანას. ჩაატარეთ წესიერი არჩევნები, ნუღა გეყოლებათ პოლიტპატიმრები, გააჯანსაღეთ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც პოლიტიზირებულია," – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს