ვიოლა ფონ კრამონი – არც განვიხილავ “ქართული ოცნების” იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივესალმებით “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ადრე გაეკეთებინათ და “ქართული ოცნებისთვის” საბაბი არ მიეცათ – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მთავარი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, მე მაინც იმედგაცრუებული ვარ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს გადაწყვეტილება ადრე არ მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. რაღა თქმა უნდა, არც განვიხილავ “ქართული ოცნების” იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია. ცხადია, ეს ასე არ არის, ამ შეთანხმებას სხვა ბევრი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმება არსად არ წასულა, ადგილზეა და ვალიდურია”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა “მთავარი არხის” ეთერში.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს