ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
იანუკოვიჩის მიმართვას მისი შვილის პრესმდივანი, იური კირასირი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ავრცელებს.
“გულწრფელად გილოცავთ უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. უკრაინელებმა განდეს თქვენ ეს თანამდებობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში. მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი გახლეჩილი და რადიკალიზებულია როგორც არასდროს“, – ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.
იანუკოვიჩის აზრით, ახლა ვლადიმირ ზელენსკის მთავარი ამოცანა უკრაინაში მშვიდობის დამყარება და უკრაინელი ხალხის შერიგებაა.
“ქედს ვიხრი ბრძენი უკრაინელი ხალხის წინაშე, რომელმაც გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა“, – წერს იანუკოვიჩი.
უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს.
თაგები:
ვიქტორ იანუკოვიჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს