
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და “ხალხის ძალის” წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ხელისუფლების მიმართ პროტესტი” აქვს.
ჯაფარიძე მოითხოვს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის “ვივამედის” კლინიკაში ყოფნის კარები გაასაჯაროოს.
“მე მაქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ადგნენ და გაასაჯაროონ კადრები და თქვან ბოლოს და ბოლოს ამ კაცს სჭირს რამე თუ არ სჭირს. მე ვიცი, რომ ეს არის აფერისტი და სიმულანტი. როგორ გახდაო, დიტო ჩვენი როგორ გახდა, მერე რა. მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კილო დავიკელი. ამიტომ უნდა ვიტირო?”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის დეპუტატმა გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ცოდვა ჩაიდინა და მისთვის კარგი არაფერი ემეტება.
“მოკვდება და ძაღლი მიკვდომია კიდე სულში რა”… – განაცხადა გუშინ ჯაფარიძემ.
გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ “თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებული გახდებიან, გარკვეული კადრები გაასაჯაროონ”.
თაგები:
ვიქტორ ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს