ვიქტორია ნულანდი – უკრაინას შეუძლია გამარჯვება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს


ავტორი
Front News საქართველო
გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
“შეერთებული შტატები ომის დაწყებიდანვე ამბობდა, რომ ეს უნდა იყოს პუტინისა და მისი არმიის სტრატეგიული დამარცხება და ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს.
როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ გაბედულ ბრძოლას, უკრაინული საზოგადოება მხარს უჭერს მათ, ვხედავთ, რომ რუსეთს უკვე მოუწია უკან დახევა კიევიდან და რუსეთის ჯარებმა დიდი დანაკარგები განიცადეს, ასევე ვხედავთ ბუჩაში ჩადენილ საშინელ სისასტიკეს, მარიუპოლში, კრამატორსკში, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მიდის იმავე დასკვნამდე, სადამდეც ჩვენ ამ ომის დასაწყისში მივედით.
უკრაინის მხარდაჭერა იზრდება, უსაფრთხოების კოალიციას უკვე ჰყავს 40-მდე ქვეყანა, რომელიც იცავს და მხარს უჭერს უკრაინას, ეს თქვენი წარმატებაა.
მას შემდეგ, რაც ეს ომი შეიცვალა და კიევის რეგიონი გაათავისუფლეთ, ვხედავთ, როგორ ახდენენ რუსები აღმოსავლეთში კონსოლიდირებას, ამიტომ ახლა გვჭირდება სხვა იარაღი, ნაკლები ჯაველინები და მეტი ჰაუბიცები, ზალპური სისტემები და დრონები. პრეზიდენტმა ახლახანს გამოაცხადა, რომ ის სთხოვს კონგრესს დამატებით 33 მილიარდ დოლარს და ჩვენ გვჯერა, რომ გვექნება ორპარტიული მხარდაჭერა ამ თანხის მისაღებად, რადგან ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ვხედავთ როგორ მამაცურად იბრძვის უკრაინული ჯარი, ვხედავთ განადგურებულ რუსულ ტექნიკას, რომლის აღდგენას ან ახლით შეცვლას პუტინი ვერ შეძლებს. ამიტომ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება და სწორედ ამიტომ ვცდილობთ უფრო სწრაფად მოგაწოდოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ”, – განაცხადა ნულანდმა უკრაინულ მედიასთან.
თაგები:
ვიქტორია ნულანდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს