Logo

“ვისაუბრეთ საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის”

საზოგადოება
908
Frontnews image description

ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, საუბარი იყო საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმას.

"მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები", – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

თაგები:

Advertisement