ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ქალაქ უოკეშოში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს.
საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს