ვიტალი კლიჩკო – დაბრუნდით კიევში, ერთად დავიცვათ დედაქალაქი


ავტორი
Front News საქართველო
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ყველა მამაკაცს უკრაინაში დაბრუნებისა და დედაქალაქის დაცვისკენ მოუწოდებს.
“მტრის მიზანი უკრაინის დედაქალაქია, ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო. კიევს მათ არ დავუთმობთ.
მივმართავ ყველა მამაკაცს, რომლებმაც საკუთარი მეუღლეები და შვილები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, გთხოვთ, დაბრუნდით კიევში. ვისაც შეუძლია იარაღით ხელში, ვისაც შეუძლია ბლოკპოსტების აგებით, ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით აგრესორს პასუხი უნდა გავცეთ და აუცილებლად გავცემთ. არ არის საჭირო უსაფრთხო ადგილებიდან თანაგრძნობის გამოხატვა, დაბრუნდით და ერთად დავიცვათ დედაქალაქი“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
თაგები:
ვიტალი კლიჩკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს