ვიტალი კლიჩკო – კიევისკენ გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოგდებულია


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქისკენ გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოგდებულია, – ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს.
“საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა. მადლობა ჩვენს დამცველებს!
საჰაერო განგაში ჩართულია. დარჩით თავშესაფრებში, დაიცავით თქვენი უსაფრთხოება.დაზოგეთ ელექტროენერგია და გაითვალისწინეთ მისი მიწოდების ლიმიტები”, – წერს კლიჩკო.
კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი “ტელეგრამზე” წერს, რომ კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში ჩამოგდებულია ოკუპანტების რაკეტა.
“მსხვერპლი და ნგრევა არ არის, ნამსხვრევები ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს შესანიშნავი მუშაობისთვის”, – წერს ნებიტოვი.
22 ოქტომბრის დილას უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მტრის რაკეტები დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. უკვე ცნობილია აფეთქებების შესახებ ოდესაში, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ჩერნივცის ოლქებში, ასევე ლუცკსა და რივნეში, კიევის ოლქში ოკუპანტების რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს