Logo

"ვიცავთ და ვათავისუფლებთ უკრაინის ტერიტორიას" - სირსკიმ აღმოსავლეთის ყველაზე ცხელი მიმართულებები დაასახელა

უკრაინა
199
Frontnews image description

აღმოსავლეთით ყველაზე ცხელ მიმართულებებად კვლავ პოკროვსკის, დობროპოლსკის და ნოვოპავლოვსკის რაიონებია. მტერი ასევე აძლიერებს ზეწოლას დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით, კერძოდ, ლიმანის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ძალები მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ უპირატესი რუსული ძალების წინააღმდეგ, აკავებენ მათ თავდასხმებს და ზოგჯერ აქტიურ კონტრმოქმედებასაც ახორციელებენ.

"მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ბრიგადების მეთაურებთან, რათა მიმეღო რაც შეიძლება დეტალური და ობიექტური ინფორმაცია ბრძოლის ველზე და სარდლობისა და კონტროლის დონეზე არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშების საფუძველზე მივიღე საჭირო გადაწყვეტილებები თავდაცვის სტაბილურობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია დაკისრებული ამოცანების შესრულება.

"ჩვენ ვიცავთ და ვათავისუფლებთ უკრაინის ტერიტორიას. დონეცკის რეგიონში მყოფი დანაყოფები ამისთვის ყოვლისმომცველ დახმარებას და გაძლიერებას იღებენ“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

Advertisement