Logo

ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

სამხედრო
01.09.2021 / 12:24
1340
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package – SNGP) სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

 

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

 

ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში 2017 წლის სექტემბრიდან იყო მოვლენილი და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასა (NATO Special Operations Headquarter -NSHQ) და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობებისგანვითარების მიმართულებით.

 

გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და SNGP-ის განხორციელების სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თაგები:

Advertisement