
ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, "ახალი“, "გირჩი მეტი თავისუფლება“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ.
პარტიები პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ექსპერტებს.
"ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.
მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევრებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.
წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ. მადლობა ნდობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს