ვლადიმერ ბოჟაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ჩაის ბაღში, მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე მოისმინა დასახლების პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე.
“ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს ქმედითად უპასუხოს: დავიცვათ ჩვენი შვილები ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, გავამტკიცოთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და მზად ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს