ვლადიმერ კლიჩკო კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადაში მოხალისედ ჩაეწერა

ავტორი
Front News საქართველო
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ თავისი ძმისა და კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თანდასწრებით კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადაში შესასვლელად დოკუმენტები შეიტანა.
“მეგობრებო! მოვედი იმის შესამოწმებლად, როგორ მიმდინარეობს მოხალისეებთან საკონსულტაციო მუშაობა რეზერვისტების გაწვევის პირველ ცენტრში, რომელიც დედაქალაქმა შექმნა.
ჩემმა ძმამ ვლადიმერ კლიჩკომ კი განაცხადი და დოკუმენტები შემოიტანა, რათა შეუერთდეს ქალაქ კიევის ტერიტორიალური დაცვის ბრიგადას“, – წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ინსტაგრამზე“
თაგები:
კიევი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


