ვლადიმერ პუტინი – რუსეთი ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს


ავტორი
Front News საქართველო
ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთს ასე დამცირებულად არსებობა არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ახალ სიტუაციასთან ადაპტირდება და ეს რუსეთის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ზრდას გამოიწვევს.
“ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთი ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ეს ახლაც მოხდა და დარწმუნებული ვარ, მთავრობის წევრების, ჩვენი წამყვანი კომპანიების წყალობით, ყველა ამ სირთულეს გადავლახავთ“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა