ვლადიმერ ზელენსკი – ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის მიერ


ავტორი
Front News საქართველო
მრავალი წელია, გვესმის ნატო-ს ღია კარის შესახებ, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ კარში ვერ შევდივართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად უკრაინის მოსახლეობა ეყრდნობა არა ნატო-ს, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.
“გასაგებია, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის. ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმის ღია კარის შესახებ, თუმცა ახლა ასევე მოვისმინეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნატო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ალიანსია, თუმცა ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის მიერ.
“ბევრი საუბარი გვესმის მესამე მსოფლიო ომზე, რომ თითქოს ეს შეიძლება დაიწყოს, თუ ნატო დახურავს უკრაინის ცას რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. შესაბამისად, ჰუმანიტარული არასაფრენი ზონა ჯერ არ შექმნილა. ეს საშუალებას აძლევს რუსეთის არმიას დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები და ააფეთქოს საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და სკოლები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებმა უნდა იფიქრონ თავიანთ „დამოუკიდებელ თავდაცვის შესაძლებლობებზე“ ნატო-ს გარეთ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს