Logo

ვლადიმერ ზელენსკი – არ დააფინანსოთ, გთხოვთ, რუსული ომის მანქანა, დახურეთ თქვენი პორტები, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე

უკრაინა
526
Frontnews image description

თქვენ ახლა განგაშის ხმა 20 წამის განმავლობაში გესმოდათ, ჩვენ საათებია, გვესმის, – უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან კამერების წინ 20 წამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩართო.

 

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა.

 

“გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი ბანკების და კომპანიების გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება. დაე, დადგეს მშვიდობა მალე და თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თავი. არ დააფინანსოთ, გთხოვთ, რუსული ომის მანქანა. არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის.

 

დახურეთ თქვენი პორტები, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე. ზეწოლა მოახდინეთ, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს. მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ. იმოქმედეთ, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement