Logo

ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენ გხედავთ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ

უკრაინა
25.02.2022 / 10:15
806
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ზელენსკიმ მათ მოუწოდა, ომის წინააღმდეგ იბრძოლონ.

 

“რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც საპროტესტო აქციებზე გადის, მინდა გითხრათ: ჩვენ გხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი ხმა გაიგეთ, ჩვენი გჯერათ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ქალაქებში ომის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო, აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

Advertisement