ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, სრული წევრობა ევროკავშირში, თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, სამივე ქვეყნის: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა.
“ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები მომავლისთვის – ეს არის სრული წევრობა ევროკავშირში, თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის: ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები. საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – არის ის ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენ ვართ დღეს ერთად, გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს რეალობა დამდგარია.
ეს ასოცირების ტრიო არის ახალი რეგიონალური განზომილება და ჩვენ ყველანი გაერთიანებული ვართ მასში, ევროპის დიზაინი შექმნილია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მახარებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბატონი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია, ეს იმის აშკარა გზავნილია, რომ უნდა ხვალვე შევუერთდეთ ევროკავშირს”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს