Logo

ვლადიმერ ზელენსკი – ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გარანტია უკრაინის შეიარაღებული ძალებია

უკრაინა
399
Frontnews image description

პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგბთან დაკავშირებით უკრაინელ ხალხს მიმართა.

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა, ვინც შეუერთდა თავდაცვას, დღეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გარანტია, ნამდვილად მოქმედი გარანტია. 

 

სიგნალებს შეიძლება, ეწოდოს პოზიტიური, მაგრამ ეს სიგნალები რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს. რა თქმა უნდა, ვხედავთ რისკებს. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვებს, რომლებიც ჩვენი განადგურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ შემოჭრის 34 დღის, დონბასში 8-წლიანი ომის განმავლობაში უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება, ენდონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement