Logo

ვლადიმერ ზელენსკი – დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ და მაშინ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს

უკრაინა
01.03.2022 / 16:46
1355
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა.

 

“ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ადამიანები იღუპებიან. ყველაზე ძლიერები. უკრაინელები წარმოუდგენლები არიან. უკრაინელები თავიანთი მიწისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვერავინ ჩაერევა ჩვენს თავისუფლებასა და ქვეყანაში. ვერავინ გაგვტეხს. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. დღეს უკრაინა ცივილიზებული სამყაროს საზღვრებს იცავს. თუ უკრაინა დაეცემა, არავინ იცის, სად გაჩერდება რუსეთი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ტერორისტულ აქტად და ომის დანაშაულად შეაფასა.

 

“გვსურს ჩვენი შვილები ცოცხალი ვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სამართლიანია. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის თანაბარი წევრები. ჩვენ ზუსტად ისეთივე ვართ, როგორიც თქვენ ხართ. ასე რომ, დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილად ევროპელები ხართ და მაშინ სიცოცხლე სიკვდილზე და სინათლე სიბნელეზე გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement