ვლადიმერ ზელენსკი – დაიცავით ჩვენი მიწის ყოველი მეტრი და ჩვენი გულის ყოველი ნაწილი, ერთმანეთს დაეხმარეთ!


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დანაკარგი აქვს, რომ უკვე აღარ იცის, სად ითხოვოს დახმარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“შეიარაღებული ძალები ვაჟკაცურად დგანან, ჩვენ მტერს ისეთ დარტყმებს ვაყენებთ, რომ უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვი, დახმარება, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რუსეთი ამისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა. მათ მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი დააგროვეს ბოროტებისთვის, მეზობლების დაპყრობისთვის და უკრაინის, ევროპის განადგურებისთვის.
ამიტომ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიმარჯვოთ, რომ მივაღწიოთ უკრაინისთვის დამსახურებულ მშვიდობას, სამართლიან მშვიდობას. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით.
რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, აგრძელებს თავდასხმას ჩვენს ქალაქებზე. მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში. ყველა უკრაინელის სახლს და ბინას. ახლა, როცა ოკუპანტი ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზეა, ის უნდა დავამარცხოთ, როგორც შეგვიძლია. დაიცავით ქალაქები, დაიცავით სოფლები, დაიცავით ჩვენი მიწის ყოველი მეტრი და ჩვენი გულის ყოველი ნაწილი, უკრაინული გული, უკრაინის სული. ერთმანეთს დაეხმარეთ! მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს! გააგრძელეთ დაცვა! და დაიცავით სახელმწიფო! ერთად – ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს