ვლადიმერ ზელენსკი – დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, ჩვენ კი არაფრის გვეშინია


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ, ჩვენ კი არაფრის გვეშინია, არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.
“დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთოხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ჯარმა დღეს ბევრი რამ გააკეთა. მისივე განცხადებით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაჭრილია 316.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა