Logo

ვლადიმერ ზელენსკი – გააძლიერეთ ზეწოლა, რომ რუსეთი არა იარაღს და ჯარისკაცებს, არამედ მშვიდობას ეძებდეს

უკრაინა
626
Frontnews image description

უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში, მათ შემოჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა გაუვიდეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი და ერთი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. 

 

“ნავთობისა და გაზის ექსპორტით უზარმაზარი რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს, რომელიც ომის მოსამზადებლად მიმართეს და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. მათი მიზანი ევროპაა. გავლენის მოხდენა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი პოლიტიკის კონტროლი, თქვენი ღირებულებების განადგურება, არა მხოლოდ ჩვენის. უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში. მათ შემოჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა გაუვიდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რომ მან იარაღის ნაცვლად მშვიდობა ეძებოს.

 

“თითქმის ერთი თვეა ვიბრძვით. ამიტომ საჭიროა მეტი სანქციები, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა, რომ რუსეთმა არა სამხედრო რეზერვები ან დაქირავებული ჯარისკაცები ეძებოს სადმე ლიბიაში ან სირიაში, არამედ მშვიდობას ეძებოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement