Logo

ვლადიმერ ზელენსკი – გვესმის, რომ თუნდაც უძლიერეს შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ორი წლის შემდეგ რუსეთი შეიძლება დაბრუნდეს

უკრაინა
1464
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების დიდად არ სჯერა და რუსეთი შეიძლება, უკრაინაში ისევ დაბრუნდეს. 

 

“ჩვენ გვესმის, რომ თუნდაც უძლიერეს შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ორი წლის შემდეგ რუსეთი შეიძლება დაბრუნდეს. უბრალოდ გესმის ეს, და თუ ამას ვიღებთ, შესაბამისადაც ვმოქმედებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები არაერთ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმებები და ქვეყნების სია ჯერ არ არსებობს.

 

“ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია გარანტიების ან იმ ქვეყნების კონკრეტული სია, რომლებიც მზად არიან, სრულად ჩაერთონ თქვენთვის. ჩვენ არ გვჭირდება მსოფლიოს 40 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან, ბრძანებით, მოწოდებით, შეთანხმებით შეუერთდნენ და იბრძოლონ უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, გვჭირდება სახელმწიფოთა წრე, რომლებიც მზად არიან, უზრუნველყონ ნებისმიერი იარაღი 24 საათის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ცალკეული ქვეყნები, რომლებზეც სანქციების პოლიტიკა ნამდვილადაა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement