ვლადიმერ ზელენსკი – გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
“ჩვენ გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება. ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვსურს თავისუფლება და მზად ვართ, მისთვის ვიბრძოლოთ..
ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დადგა სერიოზული საგარეო და საშინაო გამოწვევები, რომლებიც ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობასა და კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. ჩვენ გვაშინებენ დიდი ომით და კიდევ ერთხელ გვინიშნავენ სამხედრო ინტერვენციის თარიღს. ეს პირველად არ ხდება, თუმცა ჩვენი სახელმწიფო დღეს ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ მივისწრაფვით მშვიდობისკენ და გვსურს, ყველა საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადავჭრათ. დონბასიც და ყირიმიც დაუბრუნდება უკრაინას, მხოლოდ დიპლომატიური გზით.
ჩვენ არ ხელვყოფთ სხვისას, თუმცა საკუთარსაც არ დავთმობთ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი არმია. ჩვენი ბიჭები უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებასა და თანამედროვე იარაღს ფლობენ. ეს უკვე ბევრად ძლიერი არმიაა, ვიდრე რვა წლის წინ იყო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა ჩვენი სამხედროებიც უნდა გრძნობდნენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენს ერთიანობას. ჩვენი არმიის საფუძველი არის საკუთარი ხალხის რწმენა და ძლიერი ეკონომიკა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F351322166849113%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


