ვლადიმერ ზელენსკი – იარაღის დაყრის შეთავაზება მხოლოდ რუსი სამხედროებისთვის შემიძლია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინული ტელეკომპანიის, „უკრაინა 24“-ის ეთერში ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასულ ყალბ განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა კაპიტულაციის შესახებ განაცხადა.
“ბოლო ბავშვური პროვოკაციით, მე თითქოსდა ვთავაზობ იარაღის დაყრას. იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნების შეთავაზება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის შემიძლია. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, შვილებს და ოჯახებს. ასე რომ, არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ტელეარხ „უკრაინა 24“-ის განცხადებით, დღეს მტრის ძალების ჰაკერებმა გატეხეს ტელეკომპანიის ეთერის მორბენალი სტრიქონი და ვებგვერდი, სადაც კაპიტულაციის შესახებ ზელენსკის ყალბი განცხადება განათავსეს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს