Logo

ვლადიმერ ზელენსკი – მიმდინარეობს ბრძოლა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება, ისინი ცდილობენ, დაგვღალონ, მაგრამ არ დავიღლებით

უკრაინა
25.02.2022 / 10:06
785
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კიევის დაბომბვის შემდეგ მოსახლეობას მიმართა.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტყუილია რუსეთის განცხადება, რომ მათი სამიზნე არ არის სამოქალაქო ობიექტები.

 

“ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია, ისინი არ უყურებენ, სად მოქმედებენ. დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამ თავდასხმის სამიზნე არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე ჩემო მოქალაქენო, ზეწოლა მთელს საზოგადოებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან, მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები.

 

“უკრაინელები აჩვენებენ ნამდვილ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ, მაგრამ არ დავიღლებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი, მათ შორის რუსულ მხარესაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement