ვლადიმერ ზელენსკი – მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს, რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები – შვილი, დედა, მამა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინული მიწა რუსი სამხედროების ცხედრებით არის სავსე, რომლებიც ოკუპანტებს არ მიაქვთ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში ღრმა ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები და ბომბებია. მაგრამ მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ? აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები – შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? იქნება მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, ეს არის თქვენი ომი ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს