ვლადიმერ ზელენსკი – პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში იმყოფებოდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა გვარდიამ ერთობლივი წვრთნები გამართეს.
ზელენსკის თქმით, ახლა არის ბევრი განსხვავებული ინფორმაცია რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს.
“ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. აინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, საუბრობენ თარიღებზეც. გვესმის, რომ საფრთხე არსებობს. თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 16 თებერვალს მოსალოდნელია თავდასხმა, მაშინ მოგვაწოდეთ. ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი დაზვერვისგან და ვაანალიზებთ.
ცალ-ცალკე ვმუშაობთ დიპლომატიურ დონეზე, ყოველდღიურად ვუკავშირდებით სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, სხვადასხვა ლიდერს, სხვადასხვა დონეს, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს