ვლადიმერ ზელენსკი – ყველა უნდა გაგვანადგუროს და მაშინ მათი ულტიმატუმი შესრულდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის რუსეთის ულტიმატუმები მიუღებელია და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ რუსეთი უკრაინაში ყველას გაანადგურებს.
“უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ყველა უნდა გაგვანადგუროს და მაშინ მათი ულტიმატუმი შესრულდება. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც პრეზიდენტი – ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ულტიმატუმები უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს არავითარ შედეგს არ მოუტანს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს