ვლადიმერ ზელენსკი – სრულ სიბნელეშიც კი ვხედავთ სიმართლეს და ვიბრძოლებთ, რადგან ჩვენ სინათლის მებრძოლები ვართ


ავტორი
Front News საქართველო
რუს პოლიტიკოსებს მხედველობა ოდნავ მაინც რომ ჰქონდეთ შენარჩუნებული, დაინახავდნენ, რას ნიშნავს ჩვენთვის უკრაინა და თავისუფლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ გაუთიშავდნენ უკრაინელებს ტელევიზიას, კავშირებს, წაართმევდნენ საკვებს. გამოურთავდნენ ტელეფონებს, ელექტროენერგიას, სითბოს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უკრაინელებს სულიერად გატეხავდა, თუმცა მსგავსი რაღაცები ჩვენ უფრო დიდ მოტივაციას გვმატებს და გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გითხრათ – გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან!
სრულ სიბნელეშიც კი ვხედავთ სიმართლეს და ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენს თვალებში არ დაბნელდება, რადგან ჩვენ სინათლის მებრძოლები ვართ და დღეს დედამიწაზე ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ეს არარეალურია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა