Logo

ვლადიმერ ზელენსკი – თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც ზის კრემლში, მშვიდობა არის ერთადერთი გზა!

უკრაინა
1417
Frontnews image description

ერთი გზა არსებობს, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა შევაჩეროთ ერთი ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის დროს განაცხადა.

 

“ერთ დღეს ყველა გაერთიანდა, უკრაინიდან არავინ გაიქცა. უკრაინელები იბრძვიან. ჩვენ გვყავს ყველგან მტერი, ცაში, მიწაზე, წყალში, კიბერსივრცეში. ჩვენ ვიმარჯვებთ. ერთი კვირა გავიდა და ჩვენ შევწყვიტეთ უკვე რაკეტების, ბომბების თვლა. ვერ ვიჯერებდით, რომ მთელმა მსოფლიომ სიჩუმით გვიპასუხა, როცა ვითხოვდით უკრაინის ცის დაკეტვას. ქალაქები ნადგურდებოდა. ერთი თვე გავიდა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ბევრი უკრაინელი შეუიარაღებელიც კი იბრძვის იმისთვის, რომ დაისადგუროს მშვიდობამ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ შეძლოს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, რომ იყვნენ თავისუფლები, იყვნენ მშვიდობაში და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში.

 

ერთი თვის წინ, ვიდრე ომი დაიწყებოდა, ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდით. ბევრი ადამიანი მაშინ ცოცხალი იყო, მაგრამ ახლა აღარ არიან. ახლა ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაბიჯებს გადადგამს წინ და თავს დაესხმება ევროპას, მაგრამ ერთი გზა არსებობს, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა შევაჩეროთ ერთი ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი.

 

ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანი, პირველი – გადაარჩინოთ უკრაინა ამ ომში, დაისადგუროს მშვიდობამ და თავისუფლებამ მთელ მსოფლიოში, რუსეთი ებრძვის თავისუფლებას; მეორე – მიეცით შეიარაღება უკრაინას, ტანკები და სხვადასხვა აღჭურვილობები; მესამე – დააწესეთ მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, რუსული ბანკების წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ; მეოთხე – მოდით, ვიყოთ ადამიანურები, ჰუმანურები და დავეხმაროთ ლტოლვილებს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ ქალაქებში; მეხუთე – თუ შეიძლება გადაარჩინეთ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც დატყვევებულები არიან ქალაქებში და ვერ გადიან ქალაქებიდან. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. რუსული ტანკები უნდა გავიდნენ უკრაინიდან. ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის წევრი, თავისუფლება ვერასდროს მოკვდება, შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც ზის კრემლში, მშვიდობა არის ერთადერთი გზა! დიდება უკრაინას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement