ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინა მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ქალაქის ხელმძღვანელის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ოკუპნანტები ტერორის ახალ ფორმაზე გადავიდნენ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობაში გამოიხატება.
“მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მელიტოპოლი არ დანებდა მტერს, ისევე როგორც ხერსონი, ბერდიანსკი და ყველა ის ქალაქი, სადაც მტერი შეიჭრა. რა თქმა უნდა, დროებით შესვლას ვგულისხმობ.
უკრაინა მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ქალაქის ხელმძღვანელის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. და თუ თქვენ ტერორისტები ხართ, თქვენთან საუბარს საერთოდ რა აზრი აქვს. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც თქვენთანაც საუბრობენ.
ამასთან, რუსებმა დღეს თითქმის ყველა ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა შეაფერხეს, თუმცა 7 100 ადამიანის გამოყვანა მაინც მოვახერხეთ. ყველაფერს ვიზამთ კიდევ მეტი ადამიანის გამოსაყვანად, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ისევე როგორც, ამ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებებს აუცილებლად გავაგზავნით.
დღეს მტერმა მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება ისევ არ შეუშვა, ხვალ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით იქ ამ დახმარების, საკვების, წყლის, მედიკამენტების გაგზავნას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ოკუპანტებს ჩვენი მოქალაქეების ტანჯვის თითოეული წუთისთვის შესაბამის პასუხს გასცემენ. ეს არ არის არარეალური, არამედ ეს რეალური ფაქტების კონსტატაციაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს