ვლადიმერ ზელენსკი – ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა

ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს ერთიანობის დღესთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს მშვიდობიანიად ცხოვრების სრული უფლება აქვთ.
გავრცელებულ ტელემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ერთად შეძლებენ საკუთარი სახლის დაცვას.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველას ერთიანობის დღე. ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი სურვილი: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, როგორც ერთი ოჯახი, ბავშვებთან, მშობლებთან. და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ.
ვერავინ ვერ შეიყვარებს ჩვენ სამშობლოს ისე, როგორც ჩვენ, ვერავინ დაიცავს სამშობლოს ისე, როგორც ჩვენი ერთიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში 16 თებერვალს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები კიევში, ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის დროშა გაშალეს.
დღეს ასევე იმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ყველა უკრაინული არხი მხოლოდ ერთიანობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გადასცემს ეთერში.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


